Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
სეზარის დღე
2014-06-30 10:07 | ნახვები: 4503
ლაშა თაბაგარის ფოტოები
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

თუ აქამდე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების მიერ ჩასატარებელ მატჩამდე ან მის შემდეგ, ადგილობრივი მედიის მთელი ყურადღება ნეიმარისკენ იყო მიპყრობილი, შაბათ საღამოსა და კვირა დილას ვითარება შეიცვალა.

არა, ბრაზილიელებს ნეიმარზე ხელი არ ჩაუქნევიათ და კვლავ მათ მთავარ იმედად რჩება, მაგრამ ჩილესთან მერვედფინალური მატჩის მერე ჟულიო სეზარის სახით ახალი გმირი გამოჩნდა.

მატჩს “მარაკანაზე” კოლუმბია-ურუგვაის დაპირისპირების მოლოდინში მედია ცენტრში ვუყურე. პენალტების სერიის ჯერი რომ დადგა, ჟურნალისტების უმრავლესობამ თავისი საქმე მიატოვა. სახუმარო საქმე ხომ არაა, ჩემპიონატის მასპინძელი ბრაზილია შესაძლოა, ტურნირს ნაადრევად დამშვიდობებოდა. ჟულიო სეზარის გარჯამ დიდი ოვაცია გამოიწვია და საბოლოდ, ყველაფერი ბრაზილიელთა სასარგებლოდ რომ გადაწყდა, ადგილობრივი ჟურნალისტები და “პენტაკამპეონთა” გულშემატკივარი სხვა ქვეყნის მედიასაშუალებების წარმომადგენლები ერთმანეთს წარმატებას ულოცავდნენ.

ბრაზილიური არხები მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაფერს დაწვრილებით აშუქებენ და ცხადია, იმ მომენტს არ გამოტოვებდნენ, როდესაც მატჩის მერე სეზარი ცრემლებს ღვრიდა და ინტერვიუს ისე აძლევდა. საღამოს, ის უკვე დამშვიდებული ერთ-ერთი არხის სტუმარი იყო.

მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას პრესის ჯიხურებს, რომლებიც რიო დე ჟანეიროში საკმაოდაა, ყოველ დილას ვათვალიერებ და ამჯერად, ბრაზილიური გაზეთების პირველ გვერდებზე სეზარის ფოტოები იყო გამოტანილი. “ოდია”, “ექსტრა”, “ო გლობო” ბრაზილიელთა მეკარის გმირობის ამბავს იუწყებოდა. “ო გლობო” თამაშის მეორე დღეს სპეციალური ნომერი გამოუშვა, რომელსაც “კოპაკაბანაზე” უფასოდ არიგებდნენ და სეზარს სამი გვერდი მიუძღვნა.

ისე ჩილეს ნაკრებს ნამდვილად არაფერს ვერჩი ღირსეულად ითამაშა და მომდევნო ეტაპზე რომ გასულიყო, შემთხვევითობას ვერავინ მიაწერდა, მაგრამ სეზარი რომ არა, ბრაზილიის მუნდიალი თავის პეწს დაკარგავდა.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.04449