Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
“სელარონის კიბე”
2014-07-09 16:52 | ნახვები: 5356
1234567
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

“სელარონის კიბე” ან როგორც ბრაზილიელები უწოდებენ “ესკადარია სელარონი” რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის წარდგენისთვის გადაღებულ ვიდეორგოლში ქალაქის ღირსშესანიშნაობათა შორის მოიხსენიებოდა.

ხსენებული კიბე რაიონ ლაპაში მდებარეობს და 215 საფეხურისგან შედგება. მისი საშუალებით სანტა-ტერეზას მონასტერში ასვლა შეიძლება. რაც შეეხება სახელწოდებას, ის წარმოშობით ჩილელ, მაგრამ ბრაზილიაში მოღვაწე მხატვარს ჟორჟე სელარონს უკავშირდება. ის რიოს რაიონ ლაპაში გასული საუკუნის 80-იან წლებში დასახლდა. 90-იანი წლებიდან კი, ხსენებული კიბის კერამიკული ფილებით მოპირკეთება დაიწყო. ეს კიბე მხატვრის ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად მიიჩნევა და რიოს ღირსშესანიშნაობათა რიცხვში 2005 წელს შეიტანეს. ცნობილია, რომ თავის ნამუშევარი მან ბრაზილიელ ხალხს მიუძღვნა, ამიტომ, კიბეში ყვითლი, ლურჯი და მწვანე ფერები სჭარბობს.

თავდაპირველად სელარონს კერამიკული ფილები თავად მოჰქონდა, შემდეგ ამ საქმეში მეზობლები ეხმარებოდნენ და ბოლოს ტურისტებიც აქტიურად ჩაერთვნენ, რომლებსაც ფილები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოჰქონდათ. მან ამ საქმეს 20 წელი მოანდომა. სალერონის სახლი, რომლიც ამავე დროს სახელოსნოც იყო, კიბის გვერდით მდებარეობს.

2013 წლის 10 იანვარს, პოლიციამ 65 წლის სელარონის ცხედარი თავისივე სახელოსნოში აღმოაჩინა. მას სხეულზე დამწვრობის ნიშნები ჰქონდა, ხოლო იქვე საღებავების გამხსნელი იპოვეს. ზოგიერთი ვერსიით ეს თვითმკვლელობა იყო, ხოლო ზოგი ვარაუდობს, რომ სელარონი მოკლეს. თუმცა, ეს საქმე დღემდე გამოძიებული არაა.

“სელარონის კიბე” რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთ ბოჰემურ ადგილად კი ითვლება, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ის თავს ათასი ჯურის მაწანწალები და ნარკომანები იყრიან. თუმცა, ხსენებული ადგილი ტურისტების დიდ ყურადღებას იწვევს და დამთვალიერებლები ნამდვილად არ აკლია.


ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანიეროდან


ლაშა თაბაგარის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044813