Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
“ბოტაფოგო” – გარინჩას “მარტოხელა ვარსკვლავი” რიო დე ჟანეიროდან
2014-07-12 12:34 | ნახვები: 5168
ლაშა თაბაგარის ფოტოები
123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ფეხბურთი გიყვარდეს და რიო დე ჟანეიროში იმყოფებოდე, შეუძლებელია არ მოინახულო კლუბი, რომელშიც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე “მანე” გარინჩა გამოდიოდა. ბრაზილიელების მიერ “ხალხის სიხარულად” წოდებულმა გარემარბმა “ბოტაფოგოში” 1953-1965 წლებში იასპარეზა და 612 მატჩში 243 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო დრიობლიორად მიჩნეულმა “დიადმა კოჭლმა” ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 1955-1966 წლებში 50 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო. მან 1958 და 1962 წლებში ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი ორჯერ მოიგო. 1962 წელს, ჩილეში გამართულ მუნდიალზე, როდესაც პელემ ტრავმა მიიღო, გუნდის ლიდერობა “მანემ” იტვირთა, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. მაშინ, ბრაზილიის ნაკრებში გარინჩას გარდა, “ბოტაფოგოდან” ნილტონ სანტოსი, დიდი, ამარილდო და ზაგალო თამაშობდნენ.

გარინჩა ტრაგიკური ბედის ადამიანი იყო. დიდების წლებში შემოსავალი არ აკლდა, მაგრამ სიღარიბეში გარდაიცვალა. ის მშობლიურ პაუ გრანდეში უკანასკნელ გზაზე 300000 ადამიანმა გააცილა. სწორედ, მის საფლავზეა წარწერილი: “ხალხი სიხარული”.

“ფეხბურთისა და რეგატის კლუბი “ბოტაფოგო”, რომელშიც ასეთი ლეგენდარული ფეხბურთელი გამოდიოდა, რიო დე ჟანეიროს რაიონ ბოტაფოგოშია განლაგებული. ჩემი სტუმრობა გაუკვირდათ, რადგან აქამდე ქართველ ჟურნალისტს ბრაზილიის ერთ-ერთ პოპულარულ კლუბში არასოდეს მიუკითხია. კარისკაცმა ერთ ახალგაზრდას უხმო, რომელმაც ჩემთან კლუბის წარმომადგენელი მოიყვანა. ამ უკანასკნელს ავუხსენი, რომ კლუბის დათვალიერება და მასზე სტატიის დაწერა მსურდა. ორი ადამიანი გამოჰყო, რომლებმაც მეგზურობა გამიწიეს, ფოტო გადამიღო და “ბოტაფოგოს” საკლუბო ჟურნალიც მაჩუქა.

თანმხლები პირები ჯერ “ბოტაფოგოს” მუზეუმში შემიძღვნენ, რომელიც დაკეტილი იყო და სპეციალურად გახსნეს, შემდეგ კლუბის ტერიტორია დამათვალიერებინეს და “მარტოხელა ვარსკვლავის” (“ბოტაფოგოს” მეტსახელი) ჰიმნი ჩართეს, ხოლო ბოლოს საპრესკონფერენციო დარბაზი მოვინახულეთ. კლუბის ტერიტორიაზე “ბოტაფოგოს” ფან-მაღაზიაცაა, სადაც უკვე მეგზურები აღარ დამჭირვებია.

თავიდან ამ ორიდან ერთ-ერთი მიხსნიდა თუ ვინ იყვნენ “ბოტაფოგოს” გამორჩეული მოთამაშეები, ხოლო ნილტონ სანტოსი, გარინჩა, დიდი, ჟაირზინიო, ამარილდო, ზაგალო რომ ვუხსენე, სასიამოვნოდ გაუკვირდა და გაეხარდა. ადგილზე რაც ვნახე, კლუბის სიმბოლოებად ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ნილტონ სანტოსი, გარინჩა, დიდი და ჟაირზინიო ითვლებიან. სხვათა შორის, ცნობილი ამბავია, რომ გარინჩა “ბოტაფოგოში” სწორედ სანტოსის რეკომენდაციით მოხვდა, რომელმაც 1948-1964 წლებში გუნდში 723-ჯერ ითამაშა და 11 გოლი მიითვალა. ჩატარებული მატჩების რაოდენობით სანტოსი “ბოტაფოგოს” ყველა დროის რეკორდსმენია. დიდი 1958 წლის მსოფლიო პირველობის ფეხბურთელად დაასახელეს, ჟაირზინიომ კი, 1970 წელს მექსიკაში გაიბრწყინა.

1894 წელს, რიო დე ჟანეიროში “რეგატის კლუბი “ბოტაფოგო” დაფუძნდა, რომელიც სპორტის ამ სახეობაში მალე ერთ-ერთი უძლიერესი გახდა. 1904 წლის 12 აგვისტოს ამავე რაიონში საფეხბურთო კლუბი ჩამოაყალიბეს, რომელსაც ასევე “ბოტაფოგო” უწოდეს. აღსანიშნავია, რომ გუნდის ფერები (შავ-თეთრი) და ემბლემაც რეგატის კლუბისას ჰგავდა. “ბოტაფოგო” წარმატებული კლუბი აღმოჩნდა და 1942 წლისთვის რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატი 8-ჯერ მოიგო.

1942 წლის 8 დეკემბერს ეს კლუბები როგორც იქნა გაერთიანდნენ. გაერთიანების ეგიდით, ისინი ერთმანეთს ორივესთვის ნეიტრალურ სპორტის სახეობაში კალათბურთში დაუპირისპირდნენ. მატჩის დროს, როდესაც ანგარიში 23:21 იგებდნენ, ფეხბურთელი ალბანო ტრაგიკულად დაიღუპა.

გამომდინარე იქიდან, რომ მისი გუნდი იგებდა, რეგატის კლუბის პრეზიდენტმა ფრედერიკი შიმიდტმა მოწინააღმდეგეს თამაშის შეწყვეტა შესთავაზა:

“ახლა ალბანოს გამოვუცხადებ, რომ მისი ბოლო შეჯიბრება გამარჯვებით დასრულდა. მატჩის დასრულებამდე დარჩენილ დროს აღარ ვითამაშებთ. ყველას გვსურს, რომ ახალგაზრდა მებრძოლმა დიადი ღამე გამარჯვებულმა დატოვოს. ჩვენ მას ასე მივესალმებით”.

საფეხბურთო კლუბ “ბოტაფოგოს” პრეზიდენტმა ედუარდო გოის ტრინდადემ კი, შემდეგი თქვა:

“ჩვენი კლუბების მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვებული შეიძლება იყოს: “ბოტაფოგო”.

“ბოტაფოგოს” ბრაზილიის ჩემპიონატი 2-ჯერ მოუგია, რიო დე ჟანეიროს შტატის პირველობაში 20-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო 9-ჯერ შტატის თასს დაეუფლა. თავის დროზე, გუნდი ან “მარაკანაზე” თამაშობდა ან კიდევ რიოსთან ახლოს მდებარე ნიტეროის სტადიონზე. 2007 წელს, პანამერიკული თამაშებისთვის “ჟოა აველანჟის” სახელობის სტადიონი გაიხსნა, რომელსაც მეორენაირად “ენჟენიანს” ეძახიან და ის “ბოტაფოგოს” საშინაო არენა გახდა. ბრაზილიის მასშტაბით კლუბს 270000 ერთგული ფანი ჰყავს, რაც ბრაზილიისთვის მე-11 მაჩვენებელია.

კლუბის დათვალიერების მერე, მასპინძლებს რომელთაც მართლაც პატივი მცეს გულთბილად დავემშვიდობე და “ბოტაფოგოს” წარმატება ვუსურვე.


ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.041408