Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბეილი: “საამაყო შედეგს მივაღწიეთ”
2016-07-07 01:51 | ნახვები: 10402
bale.JPG
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

უელსის ნაკრების ფეხბურთელი გარეტ ბეილი პორტუგალიასთან წაგებული (0:2) ევრო 2016-ის 1/2 ფინალური მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მისმა სამშობლომ მიმდინარე ტურნირზე საამაყო შედეგს მიაღწია.

“ძალიან რთულია დღევანდელი მატჩის გაანალიზება. იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა გვესმის, რომ მთელი ტურნირის ძალიან ვითამაშეთ და საამაყო შედეგს მივაღწიეთ. ჩვენ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც გვგულშემატკივრობდა და უდიდეს სტიმულს გვაძლევდა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გოლი გავუშვით, რამაც დაგვაბნია და მალევე მეორე ბურთიც მივიღეთ. მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი გავიღეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა სამწუხაროდ ვერაფერი შევცვალეთ.” – განაცხადა “დრაკონების” ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს “ველოდრომზე” გაირკვევა, სადაც ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ტეგები:
გარეტ ბეილი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.046427