Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
გიორგი მაკარიძე - ამპარტავანი, ზარმაცი და მეგობრული პორტუგალიელები
2016-07-09 10:43 | ნახვები: 4931
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

"მორეირენსესა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიაშია. საკლუბო ამბების გარდა, მაკარიძეს ევროპის ჩემპიონატზეც ვესაუბრეთ - საინტერესოა, რა ხდება პორტუგალიაში ამ დღეებში, ფინალის წინ.

ალბათ, წარმოდგენაც კი ძნელია, როგორი მოლოდინი და გულისცემაა 10 ივლისის მატჩისთვის. ქვეყანა, რომელიც ფეხბურთის გარდა, ვერცერთ სპორტის სახეობაში წარმატებით ვერ დაიკვეხნის - ფეხბურთია მათთვის ყველაფერი...

ახლა მაკარიძის ნაუბარი:

"მორეირენსეზე", სადაც ამ ზაფხულს გადავიდა "ფეირენსედან": ვარჯიში ახალი დაწყებული გვაქვს და "მორეირენსეში" სადებიუტო მატჩი ჯერ არ ჩამიტარებია. მომდევნო კვირაში დავიწყებთ თამაშებს. გასულ სეზონში გუნდის პირველი მეკარე სერბი სტეფანოვიჩი გახლდათ და მგონი, რჩება გუნდში. კონკურენცია იქნება და ვნახოთ".

- რა ხდება ქუჩებში პორტუგალიის ნაკრების თამაშების დროს?

- უმრავლესობა სახლის გარეთ უყურებს თამაშებს. მატჩის დასრულების შემდეგ, ორი საათის განმავლობაში ქუჩებში ზეიმია. სიმღერები და სიგნალები ქუჩებში... განსაკუთრებული არაფერი.

- რამდენად იმედიანად იყო ხალხი განწყობილი ჩემპიონატის დაწყებამდე? ამდენს ელოდნენ?

- კრიშტიანუ რონალდუ ჰყავთ და იმედიანი განწყობა თავიდანვე იგრძნობოდა. არა მგონია, აქ ვინმე პესისიმისტურად ყოფილიყო განწყობილი.

- მწვრთნელი ფერნანდო სანტუში რამდენად პოპულარულია? ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი აკრიტიკებდა?

- კრიტიკა მართლაც არ აკლდა, მაგრამ ახლა ყველა აქებს.

- რონალდუ რონალდუა და მასზე ცალკე გკითხავ. საინტერესოა, პორტუგალიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებიდან, გულშემატკივრებს ყველაზე მეტად ვინ უყვართ?

- რენატო სანჩესი. ბევრს უყვარს. "ბენფიკაში" მშვენიერი სეზონი ჩაატარა, თუმცა ახლა უკვე "ბაიერნის" ფეხბურთელია. ისე კი, კრიშტიანუ რონალდუს გარდა, გამორჩეული ფეხბურთელი არავინ ჰყავთ.

- ისე, თუ შეგხვედრია პორტუგალიაში ადამიანი, რომელსაც რონალდუს მიმართ ანტიპათია აქვს?

- არა, ასეთი არავინ შემხვედრია. ისე, როგორც მთელ მსოფლიოში, რონალდუსა და ლეო მესის აქაც ხშირად ადარებენ. მეც ვკამათობ ხოლმე. სხვათა შორის, პორტუგალიაშიც კი უმრავლესობა აღიარებს, რომ მესი სჯობს.

- საერთოდ, როგორ დაახასიათებდი პორტუგალიელებს - რა თავისებურებები აქვთ?

- ცოტა ამპარტავნები არიან და ამ მხრივ ქართველებს ჰგვანან. არა მხოლოდ ამპარტავნობით, სიზარმაცითაც... ისე, ნიჭიერები არიან და კიდევ, ძალიან მეგობრული ერია. ევროპაში სადაც კი ვყოფილვარ, ყველაზე მეგობრული ქვეყანა სწორედ პორტუგალიაა.

- როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად რის ხარჯზე მიაღწია პორტუგალიამ ფინალამდე?

- ცოტა რთულია ამის თქმა. ჩემი აზრით, დღეს ძალიან შეცვლილია ფეხბურთი და მითუმეტეს, სანაკრებო დონეზე ყველას შეუძლია გამარჯვება, ფავორიტ-აუტსაიდერის თემა პირობითი გახდა. ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეგიძლია, თუ ტაქტიკურად სწორად ითამაშებ და დაცვაში უხეშ შეცდომას არ დაუშვებ. ასე ვფიქრობ, თორემ პირადად ჩემთვის, ამ ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიაზე კარგი გუნდი არცერთი არ იყო.

- საფრანგეთში "ლე მანში" იყავი, ახლა კი პორტუგალიაში ხარ. ვისკენ არის შენი სიმპათიები ფინალში?

- პორტუგალიისკენ. მინდა, რომ ჩემპიონი გახდეს, რადგან არასოდეს არაფერი მოუგიათ სანაკრებო დონეზე და ისტორიულ ფაქტს შევესწრები. სწორედ ამის გამო ვგულშემატკივრობ პორტუგალიელებს.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/admin/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:05 | 09.07.2016
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6129)

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/admin/web/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 223

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/admin/web/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 223

Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/admin/web/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 223

40% - 60% საფრანგეთის სასარგებლოდ.

ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.041966