Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
საუკეთესო და ყველაზე ახალგაზრდა ევროპის ჩემპიონი – რენატუ სანჩესი
2016-07-11 16:27 | ნახვები: 3628
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი რენატუ სანჩესი ევროპის აწ დასრულებული ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. 18 წლის მოთამაშემ აღნიშნულ ნომინაციაში ფრანგ კინგსლი კომანსა და თანამემამულე რაფაელ გერეიროს აჯობა, რომლებამც შესაბამისად, მეორე-მესამე ადგილები გაინაწილეს.

გარდა ამისა, რენატუ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოგება შეძლო. მან ამის გაკეთება 18 წლისა და 328 დღის ასაკში მოახერხა. ამასთან, “ბაიერნის” ფეხბურთელმა მეოთხედფინალში პოლონეთის ნაკრების კარიც დალაშქრა და გახდა მესამე ფეხბურთელი, ვისაც ასეთ პატარა ასაკში ევროფორუმზე გოლი გაუტანია.

აღსანიშნავია, რომ რენატუ სანჩესი თავდაპირველად პორტუგალიელთა სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, ლუზიტანელთა ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. იგი ხორვატიასთან და პოლონეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host