სარეკლამო ადგილი - 12
X x X
Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ირლანდიამ ისტორია შეიქმნა
2016-06-23 01:38 | ნახვები: 4780
1234567891011121314151617181920212223
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ირლანდიის ნაკრები მერვედფინალშია. მარტინ ონილის გუნდს აღნიშნული მიზნის მისაღწევად ბოლო ტურში უმოტივაციო იტალიის ნაკრეთან მხოლოდ სამი ქულა აძლევდა ხელს და მართალია, ბოლოში, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია. რობი ბრეიდიმ ვეს ჰულეჰანის კარგი პასი შეირგო და სალვატორე სირიგუს ახლო მანძილიდან მისი სამშობლოსთვის ისტორიული გოლი გაუტანა. გარდა იმისა, რომ ირლანდია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში პირველად გავიდა, დიდ ტურნირებზე იტალიას მეორედ მოუგო 1994 წლის მერე.

უშუალოდ შეხვედრა კი, არცთუ თვალსასეირო გამოდგა და ძირითადად უხეშობით გამოირჩა. ანტონიო კონტემ, რომლის გუნდსაც პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა (იქნებ არც სურდა პირველი ადგილი), სათადარიგო შემადგენლობას მისცა თავის გამოჩენის საშუალება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ “სკუადრა აძურას” რეზერვმა მას იმედი გაუმართლა. მთლიანობაში ირლანდია საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და დამსახურებულადაც მოიგო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “მწვანეები” პლეი-ოფში რომ ვერ გასულიყვნენ, თურქეთი გავიდოდა, მაგრამ სამართლიანობა თუ არის, მაშინ ირლანდიის ნაკრები ბევრად იმსახურებდა ჯგუფიდან გასვლას. გამარჯვების გოლზე უკვე ზემოთ ვთქვით და იგი იტალიელთა დაცვის ხაზის შეცდომას მოჰყვა, როცა ბრეიდი მეკარესთან მარტოს დატოვეს.

ონილის მებრძოლ ნაკრებს მერვედფინალში მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები ელოდება, მაგრამ ამას ვინ ჩივის, გუნდმა თავისი მიზანი შეასრულა და ჯგუფიდან გავიდა. თუ მესამეადგილოსან ირლანდიას ძლიერი მეტოქეს ერგო რა გასაკვირია, მაგრამ იტალიას კი, მიუხედავად ჯგუფის მოგებისა, არანაკლები მონსტრი ელოდება შემდეგ ეტაპზე – ესპანეთი. მოკლედ, “სკუადრა აძურამ” ბელგიასთან პირველ ტურში მოგებით საქმე კი არ გაიკეთა, უფრო გაიფუჭა. თავად განსაჯეთ, იტალია “ფურიე როხას” ხვდება, ბელგია უნგრეთს და გარდა ამისა, ამრკ ვილმოტსის გუნდს ბევრად ადვილი ბადე აქვს, ისეთი, რომ ფინალში ცალი ფეხით რომ გავიდეს გასაკვირი სულაც არ იქნება. თუმცა, რა, როგორ იქნება ამას გავიგებთ, პროგნოზების კეთება უმადური საქმეაო და ეს ჯგუფურმა ეტაპმაც დაგვანახა...

ახლა, ევროპის ჩემპიონატზე ორდღიანი პაუზა იქნება და ტურნირი 25 ივნისს, შვეიცარიისა და პოლონეთის მატჩით განახლდება.

იტალია – ირლანდია 0:1 (0:0)

ლილი, “სტად პიერ მორო”

მაყურებელი: 45 000

იტალია (3-5-2): სირიგუ; ბარძალი, ბონუჩი, ოგბონა; ბერნარდესკი (დარმიანი 60), სტურარო, ტიაგო მოტა, ფლორენცი, დე შილიო (ელ შაარავი 82); ძაძა, იმობილე (ინსინიე 74)

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

ირლანდია (4-4-2): რენდოლფი; კოულმენი, დაფი, კეოგი, უორდი; ჰენდრიკი, მაკლინი, მაკარტი (ჰულეჰანი 77), ბრეიდი; მერფი (მაკგიდი 70), ლონგი (ქუინი 90)

მწვრთნელი: მარტინ ონილი

გოლი: 0:1 ბრეიდი (85)

გაფრთხილება: სირიგუ (39), ბარძალი (79), ძაძა (88), ინსინიე (90) – ლონგი (39), უორდი (73)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (1) – 12 (4) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 1:0

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რობი ბრეიდი

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.041708