Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ლიოვი: "დრამატული მატჩი იყო"
2016-07-03 12:10:00
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა იტალიასთან მოგებული მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ დრამატული და ტაქტიკური მატჩი იყო. "ბოლო დარტყმამდე დრამატული მატჩი იყო. მსგავსი გამოცდილება 2006 წელს არგენტინის წინააღმდეგ უკვე მქონდა. ეს იყო ორივე მაღალი დონის გუნდის მხრიდან ტაქტიკურად კარგად შესრულებული თამაში.
კონტე: "იტალიური ფეხბურთის მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ"
2016-07-03 12:07:00
იტალიის ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გერმანიასთან თერთმეტმეტერიანების სერიაში წაგებული მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "სკუადრა აძურას" დიდი მომავალი აქვს.
ნოიერი: “დამსახურებულად გავიმარჯვეთ”
2016-07-03 11:08:00
გერმანიის ნაკრების მეკარემ მანუელ ნოიერმა ევრო 2016-ის მეოთხედფინალში (1:1 პენ 6:5) იტალიასთან გამარჯვების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა. “ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით, შესაბამისად გამარჯვება დავიმსახურეთ. ასეთი პენალტბების სერიაში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია. ეს იყო ნერვების ომი, ნამდვილი დრამა.
გერმანია-იტალია შემადგენლობები ცნობილია: ლიოვმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
2016-07-02 22:11:00
საათზე ნაკლები დრო რჩება ყველაზე საინტერესო მეოთხედფინალური მატჩის, გერმანია-იტალიის დაწყებამდე. უკვე ცნობილია ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობები. ღოგორც მოსალოდნელი იყო, “სკუადრა აძურას” ძირითადში არაა დანიელე დე როსი, რომელსაც სტეფანო სტურარო ჩაანაცვლებს.
რაკიტიჩს შვებულების დროს თავს დაესხნენ
2016-07-02 15:56:00
ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველ ივან რაკიტიჩსა და მის ოჯახს გულშემატკივრები თავს დაესხნენ.
უელსი - ბელგია: სასტარტო შემადგენლობები
2016-07-01 21:57:00
უელსის და ბელგიის ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებმა კრის კოულმენმა და მარკ ვილმოტსმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობები დაასახელეს.
რანიერი: “იტალია ბრწყინვალეა, ინგლისი? – ახალი არაფერი”
2016-07-01 12:54:00
ინგლისის ჩემპიონ “ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი “გაძეტა დელო სპორტთან” საუბრისას, თავისი სამშობლოს, იტალიის ეროვნული ნაკრების ასპარეზობას შეეხო ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე. მისი თქმით, “სკუადრა აძურა” უბრალოდ ბრწყინვალეა.
ვერტონგენისთვის ევრო 2016 დასრულებულია
2016-07-01 12:04:00
დღეს ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში ბელგია უელსის ნაკრებს ეთამაშება. “წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელ მარკ ვილმოტსს კი საფიქრალი მოემატა. საქმე ისაა, რომ ბელგიას არამარტო დღევანდელ მატჩში, არამედ მთელ ტურნირზე წამყვანი მარცხენა მცველი იან ვერტონგენი ვერ დაეხმარება.
დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრებიდან და ფეხბურთიდან წავიდა
2016-07-01 11:27:00
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე სამწვრთნელო კარიერას ასრულებს. როგორც გამოცემა “ასი” იტყობინება, მხცოვანმა სპეციალისტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და იგი ოფიციალურ სახეს 31 ივლისს მიიღებს.
ლევანდოვსკი: “პორტუგალიამ თამაში ვერ მოიგო და ნახევარფინალშია – პარადოქსია”
2016-07-01 11:04:00
პოლონეთის ნაკრების შემტევმა რობერტ ლევანდოვსკიმ ევრო 2016-ის მეოთხედფინალში პორტუგალიასთან (1:1 პენ. 3:5) დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ძალიან მოწყენილები და დათრგუნულები ვართ, წავაგეთ გუნდთან, რომელიც დიდად არაფრით გვჯობდა. ამ ყველაფრის დავიწყება რთული იქნება. ევრო 2016-ზე პორტუგალიას ძირითად დროში თამაში არ მოუგია და ნაკრები ნახევარფინალშია, ეს საფეხბურთო პარადოქსია. გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ პენალტენის სერიაში არ გაგვიმართლა”- განაცხადა ლევანდოვსკიმ.
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.074959