Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
დამაჯერებელი ხორვატია და უფერული თურქეთი
2016-06-12 19:02:00
ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა და მართალია, თურქებთან მატჩში ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა, მართლაც შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. პირველივე შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ანტე ჩაჩიჩს საფრანგეთში კარგად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს ჩაყვანილი, გუნდის ვარსკვლავებს კი, თამაშის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ.
უეფაში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ საქმე აღიძრა
2016-06-12 16:56:00
უეფაში რუსეთის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ სადისციპლიონო საქმე აღიძრა, აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. საქმე ინგლისი რუსეთის (1:1) მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე მომხდარ ჩხუბს ეხება. რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები მშვიდობიან ინგლისელ გულშემატკივარს თავს დაესხნენ.
მოქმედი ჩემპიონი და გაუტეხელი ჩეხეთი
2016-06-12 22:00:00
13 ივნისს ევროპის ბოლო ორი ჩემპიონატის ტრიუმფატორი ესპანეთი იწყებს... რა თქმა უნდა, “ფურია როხა” კვლავაც ერთ-ერთი ფავორიტია. ბევრი სკეპტიკურად უყურებს მათ შანსებს და ორ ფაქტორს იშველიებენ: 1. ფეხბურთელები გადაღლილები ეყოლებათ, რადგან გადატვირთული საკლუბო სეზონი ჰქონდათ; 2. ისეთი ვარსკვლავური კრებული აღარ ჰყავთ, როგორც 2008-2012 წლებში.
ბრძოლა სტადიონზე, ბრძოლა ტრიბუნაზე (+VIDEO)
2016-06-12 12:38:00
რუსეთის და ინგლისის მატჩის დასრულების შემდეგ, "სტად ველოდრომზე" ორივე გუნდის გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აღნიშნული გაგრძელბა გახლდათ სტადიონის მიღმა მომხდარი ჩხუბისა. ფრანგულმა გაზეთმა L"Equipe-მა მარსელში განვითარებული მოვლენები ერთი სიტყვით შეაფასა: "სირცხვილი".
სლუცკი: "ქულა ბოლომდე ბრძოლით ავიღეთ"
2016-06-12 12:05:00
რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ინგლისთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "სამი ლომის" სწრაფი გუნდი ჰყავს, მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელები არ მოეშვნენ და ქულა გადაარჩინესო.
ჰოჯსონი იმედგაცრუებულია
2016-06-12 11:35:00
ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა რუსეთთან ფრედ დასრულებული ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დასანანი გოლი გოლი გაუშვა და "სამი ლომი" გამარჯვებას იმსახურებდა.
თურქეთი-ხორვატია: ორივენი მშვენიერ ფორმაში, მშვენიერ განწყობაზე
2016-06-12 10:51:00
დღეს ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფის ერთი მატჩი გაიმართება: თურქეთი-ხორვატია. ისეთი ჯგუფია, ერთი გამოკვეთილი ფავორიტი რომ ჰყავს (ესპანეთი), ხოლო დანარჩენი სამი (ხორვატია, თურქეთი, ჩეხეთი) დაახლოებით თანაბარი დონისაა. თუმცა “დაახლოებით” იმიტომ დავწერეთ, რომ ხორვატები მაინც ფავორიტებად ითვლებიან ამ სამეულში. რაც უნდა იყოს, თურქებზე და ჩეხებზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ.
ნოდარ ახალკაცი ევრო-2016-ზე მატჩების დირექტორია
2016-06-12 10:46:00
ევროპის ჩემპიონატზე ერთი ქართველიც მონაწილეობს, ოღონდ რა თქმა უნდა, ფეხბურთელზე ან მწვრთნელზე არაა საუბარი: ნოდარ ახალკაცს ვგულისხმობთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ახალკაცი სენტ-ეტიენში გამართული მატჩების დირექტორი იქნება.
შემტევი პოლონეთი წაუგებელი ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ
2016-06-12 10:30:00
პოლონეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მესამედ ითამაშებს და ნავსის გატეხვის კარგი შანსი აქვს. საქმე ის გახლავთ, რომ პოლონელებს ევროპირველობაზე არცერთი მატჩი არ აქვთ მოგებული, ამჯერად კი, საწყის შეხვედრაში სრულიად მისაღები მეტოქე ჰყავთ – ჩრდილოეთ ირლანდია, რომელიც ევროპის პირველობაზე საერთოდაც პირველად მოხვდა.
გერმანია უკრაინასთან წარმატებული სერიის გასაგრძელებლად მზადაა
2016-06-12 10:25:00
გერმანიის ეროვნული ნაკრები, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ფავორიტის რანგშია ჩასული, საფრანგეთში საწყის შეხვედრას უკრაინასთან ჩაატარებს და ცხადია, რომ კმაყოფილი მხოლოდ 3 ქულის აღების შემთხვევაში დარჩება. იოაჰიმ ლიოვის გუნდს ზურგს სასურველი სტატისტიკაც უმაგრებს.
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.033667